გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს ანგელა მერკელს შეხვდება

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად 29-30 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად 29 ივნისს ბერლინს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან.

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში“როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში”- ბაქრაძე კვირიკაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაარქეოლოგიური აღმოჩენები აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში