გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს

გიორგი მარგველაშვილი – ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ისტორიულ უსამართლობას – საქართველოს ოკუპაციას

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
“ოკუპანტი ძალის ქმედებები – ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია.
ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას – საქართველოს ოკუპაციას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდათო გოჩავა: თბილისიდან სარკინიგზო ხაზის “ამოჭრა”გამორიცხულია
შემდეგი სტატიაფრაქცია „ქართული ოცნება“: არ აყვეთ პრეზიდენტს და არ უპასუხოთ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს