გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხზე სიტყვით გამოვიდა.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
გიორგი მარგველაშვილმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა – ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების საკითხს, რუსთავი 2 -ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, კორცხელის ინციდენტს, რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ვიზალიბერალიზაციის საკითხს და გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, მართლმსაჯულების რეფორმას.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მიიჩნევს აღნიშნული სასამართლო პროცესი დაწყების დღიდან იყო პოლიტიზირებული
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: პარლამენტი კიდევ ერთხელ ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე