გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 19:10

გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ​ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მათ ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთო-ს ჩართულობაზე ამ პროცესებში.

პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობის საკითხები განიხილა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი.

„საინტერესო შეხვედრები მქონდა პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრემიერთან. მოვინახულე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიც. სრულყოფილი წარმოდგენა შემექმნა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. მადლობას ვუხდით საქართველოს ეუთო-ს მისიებში მონაწილეობისთვის. ჩვენ კი გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას,“ – განაცხადა ტომას გრემინგერმა.

მანამდე კი ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ამჯერადაც ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარება იყო.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მიიღოგიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების პრობლემატიკასა და ეუთოს ჩართულობაზე ამ პროცესებში. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე პროცესების შესახებ.პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პროცესებში ეუთოს ჩართულობის საკითხები განიხილა.მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრობლემატიკა ეუთოს დღის წესრიგში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოჩენილი.ეუთოს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ეუთოს სხვადასხვა მისიებში საქართველოს ჩართულობისათვის.როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტომას გრემინგერმა განაცხადა, ვიზიტის შედეგად იგი კარგად გაეცნო იმ სირთულეებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ,,პირველი, მსურდა, რომ მადლობა გადამეხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ეუთოში მიმდინარე რეფორმებში, ეუთოს ოპერაციებსა და ეუთო-ს სტრუქტურული დიალოგში აქტიური ჩართულობისათვის.მინდოდა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნება, რომ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში. ჩამოვედი, რათა აღმოვაჩინო საქართველოს – ეუთოს ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოების შესაძლებლობები“, – აღნიშნა ტომას გრემინგერმა.

Zveřejnil(a) Giorgi Margvelashvili dne Čtvrtek 13. září 2018

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 19:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics