გიორგი მარგველაშვილი: ეს მავთულხლართი დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა კედელი ევროპაში

ეს მავთულხლართი დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა კედელი ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

მისივე თქმით, უსამართლობა აუცილებლად დამარცხდება.

„ეს მავთულხლართი დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა კედელი ევროპაში.ესაა უსამართლობა და უსამართლობა აუცილებლად იქნება დამარცხებული. მადლობა მინდა ვუთხრა სლოვაკეთის პრეზიდენტს, რომ აქ მოვიდა და თავისი თვალით იხილა ყველაფერი. უსამართლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა საოუკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ვანიშვილების ოჯახს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან
შემდეგი სტატიაგიორგი ისაკაძე “მაესტროდან” დაითხოვეს