გიორგი მარგველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

მე გავუუცხოვდი

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

“საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წევრს, ჩვენ ქვეყანაში მოღვაწე უცხოელ დიპლომატებს, მთლიანად საზოგადოებას ვულოცავ ქართული დიპლომატიის დღეს.
სიმბოლურია, რომ ამ დღეს სულხან-საბას – თვალსაჩინო დიპლომატისა და ამავდროულად, თავისი ეპოქის უდიდესი შვილის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ.
თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ გზაზე თითოეული დიპლომატის დაუღალავ, ზოგჯერ შეუმჩნეველ გარჯას, ქართველ და უცხოელ დიპლომატთა თანამშრომლობას უდიდესი, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წარმატებებს გისურვებთ თქვენ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.”,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა რეზოლუციის ტექსტს კენჭი უყარა და რეკომენდაციები შეიმუშავა
შემდეგი სტატიაკობა ხაბაზი: მაინტერესებს, ამხელა სპეცოპერაცია რისთვის დასჭირდა ივანიშვილს და პუტინს