გიორგი მარგველაშვილი დღეს ზუგდიდს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით გამართავს დისკუსიას.
გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტარანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.
140 ლარიან ,,ავერსის” წამლების ვაუჩერს დღეს პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს.
დღესვე ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას მიაგებს პატივს და მათ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა
შემდეგი სტატიამარტვილის რაიონში საფლავები შეურაცხყვეს