გიორგი მარგველაშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.

banner
წინა სტატიაშიანტონიუ გუტერეში – „კოვიდ-19“ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა