გიორგი მარგველაშვილი: დავით აღმაშენებელი არის წმინდანი, რომლის წინაშეც ყველა ადამიანმა მუხლი უნდა მოიდრიკოს

1

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გელათის აკადემია დაათვალიერა.

„ეს არის წმინდანი, რომლის წინაშეც მუხლი უნდა მოიდრიკოს ყველა ამქვეყნიური ძალის მქონე ადამიანმა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დავით აღმაშენებლის საფლავზე.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ადგილების მონაწილება არის შესანიშნავი შესაძლებლობა საზოგადოებასთან და ხალხთან ურთიერთობისათვის.

„მომეცა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა ის, რაც გაკეთდა ახალი და საინტერესო იმერეთის მხარეში. დღეს მოვინახულეთ ასევე წყალტუბო და აღფრთოვანებულები ვარ იმით, რაც ვნახე. უცნაური არის ის, რომ ამ ამ მშვენიერი რესურსით ქართველებზე მეტად უცხოელები სარგებლობენ ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სამებაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის საპატრიარქოს 3 737 400 ლარს აძლევს
შემდეგი სტატიაბერლინში თურქეთის საელჩო ჰიტლერის სტილში გაკეთებული ერდოღანის პორტრეტით შეამკეს