ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ შეიძლება.
“ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს. მოვუწოდებ დეპუტატებს, თქვენ დღეს ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ არ გამოიყენოთ. ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ შეიძლება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.