გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონში მარგველაშვილის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდება, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერ კონგრესმენ ნენსი პელოსს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერ კონგრესმენ კევინ მაკკარტის.

პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში “აშშ-საქართველოს პარტნიორობა”, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება.

მარგველაშვილი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა Heritage-ს ფონდში.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიდღეს “ქართულმა ოცნებამ” არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი უნდა წარადგინოს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე