გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიიღებს თუ არა ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის.

„ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ოკუპაციის მიუხედავად საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა
შემდეგი სტატია“ვერანაირად ვერ ასახავს ეს კვლევა რეალურ განწყობებს საზოგადოებაში,” – მმართველი გუნდი NDI-ის გამოკითხვის შედეგებს უნდობლობას უცხადებს