გიორგი მარგველაშვილი – ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას და ვაწარმოებ პოლიტიკურ ველზე მოლაპარაკებებს, რომ ასეთი პლატფორმა შეიქმნას

ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას და ვაწარმოებ პოლიტიკურ ველზე მოლაპარაკებებს, რომ ასეთი პლატფორმა შეიქმნას, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.

მარგველაშვილის თქმით, ამომრჩეველი ელოდება არა წინა ხელისუფლებას, არა ამ ხელისუფლებას, არამედ ახალ ძალას.

​„მე ახლა ჩართული ვარ იმაში, რომ ვახორციელებ კონსულტაციებს, რომ შეიქმნას ის ძალა, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება ამომრჩეველი. ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალს, არა წინა ხელისუფლების, არა ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელიც ასევე უკვე წარსულია, არამედ ახალ ძალას. ეს არის ამომრჩევლის შეკვეთა. ეს შეკვეთა ძალიან ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის შეკვეთაა, რომელიც ნათლად ამბობს – მე მინდა ახალი, მე მინდა ახალი ღირებულებები, მე მინდა დემოკრატია, მე მინდა არა მოტყუებითი დემოკრატია, არამედ რეალური დემოკრატია და მე მინდა, რეალურად ხელისუფლების გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ეს არის ქართველი ამომრჩევლის მოთხოვნა. ახლა მე ვმუშაობ სწორედ ამაზე, კონსულტაციებს ვაწარმოებ იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დიდი, ძლიერი პლატფორმა შეიქმნას, რომლის მოთხოვნაც მოდის ქართველი ხალხისგან.

მე ვაწარმოებ პოლიტიკურ ველზე მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ასეთი პლატფორმა შეიქმნას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეოთხე ათწლეული დაიწყო, ისევ რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა
შემდეგი სტატია20 ივნისი იყო ქართული საზოგადოების დაბრუნება თავის ფესვებთან, თავის საფუძვლებთან