გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 16:06

გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

შეხვედრას ამერიკული, საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი მასპინძლობდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრისას საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმებმა უზრუნველყო ლიბერალური, სტაბილური, დაცული და კორუფციისგან თავისუფალი ბინზესგარემო, რომელიც საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან ერთად აქცევს მას ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.

„პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კომპანიების წარმომადგენლებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ქვეყნის შიდა თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო არენაზე“,- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ.

news
ავტ.: news თებერვალი 8, 2017 16:06

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics