გიორგი მარგველაშვილი: ახლა მზეს ვხედავ მხოლოდ იმ შენობის ანარეკლიდან, რომელიც ააშენეს

რატომ ემუქრება „ოცნება“ პრეზიდენტს „ვირის აბანოთი“

თბილისი უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა, – ამის შესახებ თბილისის პირველ სკოლაში გამართულ საჯარო ლექციაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განცახადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს თბილისში არ მოწონს არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ურბანული განლაგება, მანქანების განლაგება, ხმაური.

„ჩვენი წინაპრები თავს აკლავდნენ, რომ თბილისი ისეთი აგვეშენებინა როგორიც გვაქვს. ახლა მახინჯ შენობებს ვაშენებთ. არ მომწონს არა მარტო არქიტექტურა, არამედ ურბანული განლაგება, არ მომწონს მანქანების განლაგება ქუჩაში, ხმაურის რაოდენობა ქუჩაში. ჩემს ბავშვობაში იყო ბევრად მეტი მწვანე შუქი. დღეს ხეები მოჭრეს, ააშენეს უზარმზარი შენობები. მე მზეს ვხედავ ახლა მხოლოდ იმ შენობის ანარეკლიდან, რომელიც ააშენეს. ისე არ მომწონს, რომ სადაც გავიზარდე, იქიდან წავედი და გადავედი დუშეთში. უაღრესად ცუდი საცხოვრებელი და სამოძრაო გახდა თბილისი“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე დასმული კითხვის პასუხად. კითხვა დედაქალაქში მშენებლობებს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი გამონაკლისის სახით ლონდონის მუსლიმ მერს ამერიკაში შეუშვებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ქორწინებაზე: ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ?..ეს გამოგონილი თემაა