გიორგი მარგველაშვილი : 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან

ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს.

„ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის, სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი. ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ. ვნახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან. ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში. გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სფეროში, მათი მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, ნამდვილად სწორი იქნება და ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : საქართველოს პარლამენტში აღარ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც 2012 წელს ცვლილებების შემოქმედი იყო
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი : პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები საინტერესოდ იყო დასმული