გიორგი მარგველაშვილი – 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა​

2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებისას განაცხადა.

„შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას – შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები.

პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში – გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა გადავდეთ 2024 წლისთვის.

პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს.

ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.

ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიმართ განსაზღვრული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული” – არჩილ თალაკვაძე