გიორგი მარგველაშილი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ გარსია-მარგაიოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობა და ეკონომიკური – ტურიზმისა და სავაჭრო, ასევე, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისა, მათ შორის, მიმდინარე წლის ზაფხულამდე ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ესპანეთის სამეფოს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ესპანეთი საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

საქართველოს პრეზიდენტსა და ესპანელ სტუმარს შორის შეხვედრა დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე „ოცნებისგან“ საპრეზიდენტო კანდიდატობის შეთავაზებას ადასტურებს!
შემდეგი სტატიაკალაძე ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანთან გაზის დამატებით მოცულობებზე შეთანხმება რამდენიმე დღეში მოხდება