27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

გიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლები “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს გამართავენ – ქართველი მეკარე გარანტიებს ითხოვს

გიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლებმა ქართველი მეკარის მომავლის განსახილველად „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დაგეგმეს, – ინფორმაციას პირველი არხის ცნობით,  სოციალურ ქსელში კლუბთან დაახლოებული წყარო, KrrishFT-ი ავრცელებს.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში კლუბი დატოვოს, თუ მას მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება. მას სურს, რომ გუნდის პირველი მეკარე იყოს.

მამარდაშვილის აგენტი მოითხოვს, რომ ფეხბურთელი იჯარით გაუშვან, თუ „ლივერპული“ სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილს ვერ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესს სერია A-ს კლუბებიც იჩენენ.

გიორგი მამარდაშვილს არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, არამედ პირველი ნომრობა სურს. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კლუბში ალისონ ბეკერის მომავალსაც განიხილავენ“, – ამტკიცებს წყარო.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების დღეს ხელმოწერას აანონსებს, თეირანი თარიღს ეჭვქვეშ აყენებს
შემდეგი სტატია“სტუდფესტი 2026”-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს მიხეილ ყაველაშვილიც შეუერთდა