გიორგი მამარდაშვილი UEFA2024-ის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოთამაშეების სამეულში მოხვდა

Sofascore-მა უეფას მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოთამაშეების ათეული დაასახელა. ჩამონათვალში მესამე პოზიციას იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მას 10-იდან 8.15-იანი რეიტინგი აქვს მიღებული.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოგერიება დაუგროვდა და მიმდინარე ტურნირზე, მისი შედეგი ჯერ არც ერთ მეკარეს არ გაუუმჯობესებია. მეტიც, მამარდაშვილმა საკუთარი ნაკრები 30-ჯერ გადაარჩინა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე შედეგია.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო
შემდეგი სტატიაF-16-ები აუცილებელია, რათა უკრაინას ჰქონდეს გამარჯვების შანსი, მათ გარეშე რუსეთი მოიგებს ომს – ამერიკელი გენერალი