გიორგი მამარდაშვილი: „ეს მხოლოდ დასაწყისია“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ მატჩს და მოპოვებულ ქულას და წერს, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

„პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – წერს გიორგი მამარდაშვილი ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაში29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა