გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება

“ციანიდის საქმის” პროკურორი, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზის თანამზრახველების გამოვლენაზე გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ტარდება.

”არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოყოფილ საქმეში ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო