გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური სქემები მითვისებების საპატრიარქოში

„გიორგი მამალაძემ გაშიფრა ფინანსური სქემები მითვისებების საპატრიარქოში,“ – ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, შაბათის კურიერში გააკეთა.

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში შეხვდა და მისგან გარკვეული ინფორმაცია მიიღო, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

დეკანოზმა ფინანსური სქემები გაშიფრა და გვარამიას თქმით, ამ სქემის მონაწილეები ეკლესიის მაღალჩინოსნები არიან.

„ეკლესიის მაღალჩინოსნები ნამდვილად არიან დასახელებული, არავითარ პირად ცხოვრებაზე იქ საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სირცხვილია. ეს ადამიანი იქ ზის იმიტომ, რომ გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ყველაფერი პატრიარქს უამბო და პატრიარქის პოზიციაც მოისმინა.

banner
წინა სტატიაშიმან მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებულიო – ნიკა გვარამია პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაან ის კანონიერად იქნება გათავისუფლებული, ან ჩვენ დავიწყებთ დეკანოზი მამალაძის მიერ მოკვლეული ინფორმაციის გასაჯაროებას – ნიკა გვარამია