გიორგი მამალაძეს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ

გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, აცხადებს, რომ დეკანოზი სამკურნალოდ თურქეთში მიჰყავთ, თუმცა წინასწარვე იციან, რომ მკურნალობის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

“მივდივართ სტამბოლში. ოჯახმა ვიცით, რომ ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ხედავთ, რა მდგომარეობაშია და ვიმედოვნებთ, რომ თავის ფეხით დაბრუნდება სამშობლოში. არათუ გადაადგილება, ჯდომაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. პირველი ეტაპის სახსრები მოპოვებული გვაქვს ოჯახს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხანგრძლივი პროცესი უნდა იყოს და თანხებთან იქნება დაკავშირებული, ჩავიდეთ უნდა, გავერკვეთ, რა, როგორ უნდა და ამის შემდეგ, რასაკვირველია, გვაქვს იმის იმედი, რომ კეთილი ადამიანები შეძლებენ ჩვენს დახმარებას.

მეუფე დიმიტრი არ გამოჩენილა, არც თავისი ეპარქიიდან არცერთი სასულიერო პირი არ გამოჩენილა, მაგრამ ის მაღალი იერარქები, რომლებიც თავდაპირველად ჩემი ძმის უდანაშაულობის არ სჯეროდათ, დარწმუნდნენ ჩემი ძმის უდანაშაულობაში და გამოსვლიდან დღემდე რეკავენ, გვილოცავენ, გამოჯანმრთელებას გვისურვებენ,“ – ამბობს თორნიკე მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე
შემდეგი სტატიაროგორი ამინდი იქნება საქართველოში მარტის პირველ დღეებში