16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

გიორგი მამალაძე “ოცნებას” მიმართავს

“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ სიტუაცია დათბობისკენ წაიყვანოს, პირიქით, უფრო და უფრო ძაბავს ურთიერთობებს მოსახლეობასთან”- ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისაუბრა.

“დღის ამბებში” ჩართვისას, ყოფილმა პატიმარმა თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ისტორიული შანსი აქვს, რომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გაუარესდა.

დეკანოზის თქმით, დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი დაკავებისას ღირსებას იცავდა:

ჩვენი ვალია, ხელისუფლებას მოვუწოდოთ ყველა საშუალებით, მოეგონ გონს, დაიწყონ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება, რადგან მათ აქვთ უნიკალური შანსი – ხვალ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გადადგან ჰუმანური ბავიჯი. ჩვენ ვიცით, რომ საბყრობილეში მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მხედველობა გაუუარესდა და აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს არასაპატიმრო სასჯელი”- თქვა დეკანოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში მყოფი პედაგოგის, ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარებაზე გაცემულ ნებართვას, “ხალხის დაშინების” მცდელობას უკავშირებს.

მისი თქმით, დათაშვილის მაგალითზე სიგნალს აგზავნიან, რომ სისტემის წინააღმდეგ წასულ ადამიანები ხონის ფსიქიატრიულში აღმოჩნდებიან.

მამალაძემ მის მიმართ პატიმრობის დროს ჩატარებულ ექსპერტიზაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპერტიზა ისეთ სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით იყო ჩატარებული, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.

“ექსპერტიზას თავისი ანამნეზი სჭირდება, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ექსპერტებს გადაეცემა. ის ექსპერტიზა, რომელიც ჩემზე იყო ცატარებული, მე არ მეკუთვნოდა. ანამნეზიც კი არ იყო ჩემი. ერთ ერთ ეპიზოდში იყო ჩაწერილი, რომ მე თითქოს დედინაცვალმა გამზარდა, რაც აბსურდი იყ, ამიტომ რაიმე ნდობა პენიტენციური სამსახურის ან პროკურატუირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაზე ვის უნდა ჰქონდეს, ეს წარმოუდგენელია”- აცხადებს ის.

ყოფილმა პატიმარმა, ე.წ. ციანიდის საქმის შეესახებბ ვრცლად არ ისაუბრა და თქვა, რომ “საქართველოში და მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, ის უმსგავსობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და საპატრიარქოს ადმინისტრაციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განახორციელეს”.

ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია, ამიტომ ამ საქმეს არ ჩაუღრმავდები. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხეში შეთითხნილი ბრალდებით, 7 წელი და 4 დღე გავატარე. აქიდან 5 წელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, ვერც კი ვდგებოდი. დაჯდომის საშუალებაც არ იყო, ეს ჩემი მოგონილი არ არის, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად ჩემი იქ მკურნალობა შეუძლებელი იყო.

ციხიდან, როგორც გამოვედი კი ნახეთ, შემდეგ ოჯახმა მოახერხა, თურქეთის რესპუბლიკაში გადავეყვანე, ჩამიტარდა მკურნალობა კვლევებთან ერთად. მადლობა თურქ ექიმებს, რომლებმაც მოახერხეს, ეტლით გადაადგილება შემძლებოდა, ეს აქ, პენიოტენციურ სამსახურში ვერ მოახერხეს”- თქვა მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფრანგი ფოტოგრაფი, ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც საქართველოში მიმდინარე აქციებს აქტიურად აშუქებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს
შემდეგი სტატიაზელენსკიმ სერგეი გაიდაი მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა