გიორგი მამალაძე ციანიდით მაღალი სასულიერო პირის მოწამვლას აპირებდა – პროკურატურა

საპატრიარქოს ქონების მართვის უფროსის გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება გაკეთდა.

,,10 თებერვალს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველზე მკვლელობის მომადების ფაქტზე დაკავებული იქნა გიორგი მამალაძე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქის მომართვის საფუძველზე.”- განაცხადა მთავრმა პროკურორმა .

მათი განცხადებით, როგორც გაირკვა მამალაძე გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას და მან გამგზავრებამდე მომწავლავი ნივთიერება ციანიდი შეიძინა მაღალი სასულიერო პირის მოსაწამვლად. პროკურატურის ცნობით , ინფორმაცია მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომელსაც მამამლაძემ მომწამლავი ნივთიერების მოპოვება დაუკვეთა.

,,მამალაძემ შეძლო სიცოცხლისათვის საშიში მომწლავი ნითიერების ციანადის მოპოვება, რითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა. გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი, “- ნათქვამია ირაკლი შოთაძის განცხადებაში .

პროკურატურის ინფორმაციით, აეროპორტში დაკავებისას ციანიდი მამალძეს აღმოუჩინეს ,სახლში კი იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი. მამალაძე პატიმრობაში იმყოფება, ის დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაში(video) მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე – ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატია(video) მერიასთან მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს