10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

“გიორგი მალანიაზე საშიში პიროვნება საქართველოში არ მეგულება”-მოკლული მასწავლებლის დედა

„გიორგი მალანიაზე საშიში პიროვნება მე საქართველოში არ მეგულება“, — ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულ გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მალანიას ალექსანდრე გაბაშვილისთვის არასდროს დაურეკავს, თუმცა ეკა კუპატაძის განმარტებით, ეს გარემოება ბრალდების არსს არ ცვლის:

„გიორგი მალანიას ადვოკატი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გიორგი მალანიას არცერთხელ არ დაურეკავს ალექსანდრე გაბაშვილისთვის. მე არ ვიცი, სად წაიკითხა ლაშა ცუცქირიძემ, რომ ვინმე ამას აბრალებს. ჩვენ ეს არ გვითქვამს არსად, ვგულისხმობ პროკურატურასაც. გიორგი მალანიას ბრალად ედება ალექსანდრე გაბაშვილის დახმარება. როდესაც გაბაშვილს სჭირდებოდა დახმარება, მაშინ ურეკავდა მალანიას.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ გიორგი მალანია ადგილზე იყო თავდასხმის დროს ან თავს დაესხა გიგას — იგი ეხმარებოდა ალექსანდრე გაბაშვილს ამ დანაშაულის სისრულეში მოყვანაში. რა სახითაც სჭირდებოდა გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციას იღებდა მალანიასგან“, — განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი დეტალი იცოდა, რასაც სხვა საერთო ნაცნობი ვერ მიაწოდებდა, რადგან გაბაშვილს გიგა ავალიანთან სხვა შეხების წერტილი არ ჰქონდა. შესაბამისად, მისი განმარტებით, ზარის ავტორი უმეტესად სწორედ ალექსანდრე გაბაშვილი იყო.

ცნობისთვის: გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში ჯაშუშობის ეჭვით 4 უკრაინელი დააკავეს, მათ შორის “უკრაინსკაია პრავდის” თანამშრომლები
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში – “ოცნება” ნგრევაში რეკორდებს ხსნის