გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭირა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

“ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, გიორგი ლილუაშვილის დანიშვნით თბილისის მერიის მუშაობა იმავე ტემპში და ხარისხში გაგრძლდება.

უგრეხელიძის თქმით გიორგი ლილუაშვილის მერიაში მისვლით, არაფერი შეიცვლება, რადგან მერიას „სუს“-ი მართავს. უგრეხელიძე განმარტვს, რომ სწორედ ამიტომ არ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი.

„როგორც მოსალოდნელი იყო ბატონმა ლილუაშვილმა გამოხატა სრული კმაყოფილება მერიის მუშაობით და თქვა, რომ ტემპებიც აკმაყოფილებს. ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ლილუაშვილის კანდიდატურას. სულაც არ არის ეს გამოწვეული პირადი დამოკიდებულებით მის მიმართ. პიროვნულად ის შეიძლება პროფესიონალიც არის, მაგრამ მას არ ექნება ამის პოლიტიკური ნება, მითუმეტეს დღეს ჩვენ მოვისმინეთ, მსჯავრდებულ ბოდოკიას განცხადება, რომ „სუს“-ი მართავს მერიას”, – განაცხადა უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, არ შეიცვლება
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისზე” გაცემულ ნებართვებს მე ვერც გავაუქმებ და ვერც დამატებით ხიბლს ვერ შევძენ”