გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ამის შესახებ ინფორმაცია, პრემიერის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს.

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების მიერ, ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც შეიცვალა აქამდე არსებული ნორმა და პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც. ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და მომდევნო მოწვევის პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ანტიკას,, შვილს უკრაინიდან საქართველოში აძევებენ
შემდეგი სტატიათურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს