გიორგი კვირიკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ნახევარ საათს გაგრძელდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლის საქმეზე დაწყებული გამოძიება იყო.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა და უსუფაშვილმა მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა ასევე პარლამენტის თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინანდელ შეთავაზებაზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პირველ პირებს შორის აუდიენციის აუცილებლობაზე.

banner
წინა სტატიაშივისი დავალებით მოჭრეს მრავალწლოვანი ნაძვები ლაგოდეხში (ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქეთში 21 ჟურნალისტს ასამართლებენ