გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გახსნა. აქ იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი ლევან შონია.

საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს,რომ რუხი მოლის ფუნქციონირება ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ხელს შეუწყობს აფხაზებისა და ქართველების კიდევ უფრო დაახლოვებას და ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

რუხის სავაჭრო ცენტრი 10 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები ასევე აღჭურვილია განათების, ვენტილაცია-კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემებით.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა სრულად 15 მარტისთვის აღდგება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოსთან ერთად რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს