გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს უმასპინძლა

პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

banner
წინა სტატიაშიბოლო ორი წლის მანძილზე ავტომობილების რაოდენობა 16,8 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატია(video) ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის პირველი კომენტარი