გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა.

სამინისტროს ეზოში პრემიერსა და ახლადანიშნულ მინისტრს საქართველოს გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდა, რის შემდეგაც მათ სამინისტროში გადაინაცვლეს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

დაგეგმილია გენშტაბის შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან.

banner
წინა სტატიაშითბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, როცა ქალბატონი თინა და ბატონი დავითი დაძლევენ ემოციებს, სხვაგვარ კომენტარებს გააკეთებენ”