გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი არჩევანი N24-ე საარჩვნო უბანზე დააფიქსირა

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა, საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, 64-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ, N24-ე უბანზე დააფიქსირა.

გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო უბანზე, შვილთან ერთად იმყოფებოდა.

“ხმა მივეცი კანდიდატს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე რუსთავში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელის შეშლის ფაქტზე საუბრობს
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ბრიფინგი გამართა