გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგინა

საქართველოს პრემიერმა და პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯომარემ გიორგი კვირკაშვილმა პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭო წარუდგინა დელეგატებს დღევანდელ ყრილობაზე.

პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე პოლიტ საბჭოს ის წევრებია არიან რომლებმაც თანამდებობები შეინარჩუნეს.
პარტიის პოლიტ საბჭოს შეემატნენ ახალი სახეები მათ შორის ირაკლი კობახიძე და მოქმედი მინისტრი დავით ბაქრაძე.

ასევე ახალი წევრები არიან:დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე.
დელეგატებმა კანდიდატებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ყავს.

მამუკა მდინარაძე – იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

ირინე ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი;

რომან კაკულია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;

სოფიო კილაძე – საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი;

აკაკი ზოიძე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;

ზვიად გონაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი;

https://youtu.be/p2Npunggf00

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ შეცდომების აღიარება და რეალობისათვის თვალის გასწორება არ გაგვჭირვებია
შემდეგი სტატია,,ვცდილობთ ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები”