გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ახალი წევრები წარადგინა

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა გუნდის ახალი წევრები წარადგინა:

თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძი, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

როგორც პრემიერმa აღნიშნა, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება.მისივე თქმით, გუნდის ახალი წევრები დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში.

“დღეს ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას.

მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში.

ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს.

მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს! და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“,- განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი
შემდეგი სტატია“ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ”