გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.
მთავრობის მეთაურის მიერ, პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან – არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.
პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1993 წელს სოხუმში დაღუპული ადამიანების ნეშტები, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ოჯახებს დაუბრუნდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს ხვალ ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავამ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა
შემდეგი სტატიაეს იყო უბრალოდ, ერთი ადამიანის ამ ადამიანთა ჯგუფის ახირება და შიში, – კობა ნაყოფია უკრაინაში მის არშეშვებას აფასებს