გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა დაასახელა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ბაქრაძე.

ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე, დავით ბაქრაძეს კი, რომელიც აშშ-ში ელჩად დაინიშნა, ვიქტორ დოლიძე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ზურაბ ალავიძე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.

banner
წინა სტატიაშიევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიქტორ დოლიძე დაიკავებს
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი დეპუტატი ეყოლება