გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებს.

გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იუვალ ფუქსი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2012 წლის 10 სექტემბრიდან იკავებს.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი კმაყოფილებას ვერ მალავს
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადება ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით