გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება.
“თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.
პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისიტრი თანამოქალაქეებს კანონის დარღვევას ურჩევს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი წარუდგინა