გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა ქვეყნის სივრცით განვითარებაზე და ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

“ოთხი წლის განმავლობაში, ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”,- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.

“უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება. ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ოთხ წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის როლს. მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და მოისმინა მათი კონკრეტული მოსაზრებები არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობებისა და წარმოების განვითარების კუთხით.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე OSCE/ODIHR საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიას შეხვდა