გიორგი კვირიკაშვილისნაირი პოზიტიური და საქმიანი ადამიანი ნებისმიერ სიას დაამშვენებს

გიორგი კვირიკაშვილისნაირი პოზიტიური და საქმიანი ადამიანი ნებისმიერ სიას დაამშვენებს, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ იგი პარტია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გეგმავს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გამორჩეული სახე და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იყოს სიაში.

კითხვაზე, რამდენად მიესალმება პრემიერის პარტიულობას, სუბარმა აღნიშნა, რომ არაპარტიული არჩევნები და არაპარტიული პოლიტიკა ზოგადად არ არსებობს.

“ადამიანი რომ პოლიტიკაშია, როგორც წესი ის პარტიულიც არის, თანამგრძნობი მაინც. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის გამოცდილება და ველოსიპედს თავიდან ვერ გამოვიგონებთ”, – განაცხადა სუბარმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გეგმავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა იმ კითხვის პასუხად განაცხადა, გეგმავს თუ არა გაწევრიანებას “ქართულ ოცნებაში” და გახდება თუ არა მისი ლიდერი. “შესვლას ვგეგმავ. ლიდერს უკვე ირჩევს ყრილობა და ვნახოთ”, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: ნატოს ქვეყნები ეკონომიას თავდაცვაზე აღარ აკეთებენ
შემდეგი სტატიაბერას მეგობარ ჰეიეს გრიერის შეცდომა, რის გამოც ფაჩულია NBA All Star-ზე ვერ მოხვდა