გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.

შეხვედრა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ საგანგებო განცხადებას უკავშირდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრა „რესპუბლიკელებმა“ ითხოვეს.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიკინო “საქართველოსთან” ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატიაბულგარეთმა უარი განაცხადა დღესასწაულზე ერდოღანის დაპატიჟებაზე