გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისები დაემატება

თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო დ აუფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადის, რომელიც საქართველოში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის აეროპორტში გახსნილ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურისთვის ინვესტორმა 70 მილიონი ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც შეიძლება ითქვას, ძალიან იშვიათი პრეცედენტია. უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით, 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ასევე დავაანონსეთ და იქ ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. ასე რომ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადის, რომელიც საქართველოში გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემატება ახალი ავიარეისები და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-ის ინფორმატორის თვითმკვლელობის მცდელობაზე მისი ადვოკატები საუბრობენ
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო