გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რომან გოცირიძის განცხადებებით გაკვირვებულია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებებით გაკვირვებულია.

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, რომ დღეს ლარმა ისტორიული გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია და ნათელია, რომ ეროვნულ ვალუტას მოქმედი ხელისუფლება არ მოსწონს.

„თქვენ თქვით, რომ ლარს ხელისუფლება არ მოსწონს. თქვენ ეკონომისტი ბრძანდებით, რომლის წიგნებიდანაც 90-იან წლებში ბევრ რამეს ვსწავლობდით და თქვენი კომენტარებით გაკვირვებული ვარ. ლარის დეველვაცია მტკივენულია მოსახლებისთვის, რადგან საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი დოლარშია. ეს თემა ტელევიზიებიდანაც არ ჩამოდის და ხელოვნური პროცესიც იქმნება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) ისრაელის დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნები სახანძრო ავიაციას აგზავნიან
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას