საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 13 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
როგორც „თაიმერს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერის ბრიფინგი 11:00 საათზე დაინიშნა.
კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.