გიორგი კვირიკაშვილი : ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი

ზაფხულის მომავალი სეზონისთვის დღესვე უნდა დავიწყოთ სამზადისი, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ უპრეცედენტოდ გრძელია ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად ტურისტული სეზონი არ გაჩერებულა.

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებით მოგვიწევს აქცენტების გაკეთება, ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები სამზადისი, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს არის მომსახურების საკითხები, ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი, რომელიც არ არის წვრილმანი, ეს არის ექსკურსია, მძღოლების კვალიფიკაციის საკითხი და ასე შემდეგ. ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში და დღესვე გვაქვს დასაწყები. ამიტომ ამ შემადგენლობით შევიკრიბეთ. პრინციპში, ყველა ის მინისტრი, რომელიც დღეს ესწრება, არის უშუალოდ ჩართული ტურიზმში, დაწყებული ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მთავარი, ასევე ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ასევე ფინანსები დაგვჭირდება რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ახლავეა დასაწყები რეაგირება გასულ სეზონზე.

“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი სავსეა ტურისტებით. ბუნებრივია, ზაფხულის შემდეგ პატარა კლება მოხდა, მაგრამ შარშანდელ შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით ბევრი ტურისტი გვყავს. ახლა ჩვენ არამარტო თბილისზე, არამედ ყველა მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქციის შესახებ
შემდეგი სტატიასახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 14 პირი დააკავეს