გიორგი კვირიკაშვილი: ვუსურვებ ბატონ ლადოს წარმატებებს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში

ვულოცავ ბატონ ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, გამოცდილებით და რეპუტაციით დამსახურებულად მოიპოვა ეს მაღალი სტატუსი.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კანდიდატს, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
სასიხარულოა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში.
მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ლადო ჭანტურიას საქმიანობა კიდევ უფრო ცხადყოფს დასავლური ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას.
ვუსურვებ ბატონ ლადოს წარმატებებს ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეში.

გიორგი კვირიკაშვილი

banner
წინა სტატიაშისტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს
შემდეგი სტატიასტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას ბიოგრაფიული ლექსიკონი