გიორგი კვირიკაშვილი – ვფიქრობ, სათქმელი ბევრი გვაქვს და მოხარული ვარ, ამის შესახებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხრა

„ვისაუბრებ რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით განახორციელა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, სათქმელი ბევრი გვაქვს და მოხარული ვარ, ამის შესახებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვუთხრა. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას”, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ევროსაბჭოში მიმდინარე მიღებაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა 21 აპრილს, თბილისის დროით 14.00 საათისთვის იგეგმა.

https://youtu.be/kIjQ0p6Y2bQ

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე გახდა
შემდეგი სტატია(video) საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში