გიორგი კვირიკაშვილი : ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი მიმართულება

გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან 7 თვეში უპრეცედენტოდ მოკლე დროში დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოსი ყველაზე დიდი ბაზარი.

„ეს არის 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყველანაირი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას და უკვე რვა თვის მონაცემებით 3,15 მილიონი ბოთლია გაყიდული. ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის ბევრი სხვა სასაქონლო დასახლების მიმართულებით. ეს არის დიდი მიღწევა და აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი: შავი ზღვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაგიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა